სუს-ი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 24 ივნისი 2025, 15:29
2024 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში აგრძელებდა ეფექტიან და მჭიდრო თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სამსახურის ძირითად პარტნიორებს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი სამსახურები განეკუთვნებიან. სათანადო აღნიშვნას იმსახურებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ჩვენი მეზობელი სტრატეგიული პარტნიორების - აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის - სათანადო სამსახურებთან.

სისტემატურ რეჟიმში მიმდინარეობდა პარტნიორებთან ოპერატიული და ანალიტიკური მიმართულებით თანამშრომლობა, მათ შორის, რეგიონალური უსაფრთხოების რისკების შეფასების, კონტრსადაზვერვო, ტერორიზმთან ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის განვითარებას პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად. 2024 წელს სამსახურმა განახორციელა სათანადო პროცედურები საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმების 7 პროექტსა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების 3 პროექტზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინული მედია: უკრაინისთვის ევროკავშირის საკრედიტო პროგრამის ფარგლებში გადარიცხვები გაყინულია
შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძის მიერ პოლიციელების შეურაცხყოფაზე: უკრაინის პოლიცია, რასაც დაამსგავსა კარგად ვხედავთ
ალეკო ელისაშვილის მერობის კანდიდატად დასახელება, იმ ცირკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ხაზარაძე და გახარია აწყობენ
ბალტიის ქვეყნების ეს აკვიატება უკვე სერიოზულიც აღარ არის. რთულია ახსნა ის განსაკუთრებული აჩემება, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ აქვთ
კრემლის პრესმდივნის განცხადებით, მოსკოვმა მხედველობაში მიიღო ტრამპის განცხადება 50-დღიანი ულტიმატუმის 10 დღემდე შემცირებასთან დაკავშირებით
არქივი