მათ ე.წ. ბაბლში არის ილუზიების თეორიებიდან გამოწვეული რევოლუციური ყიჟინა, რაც ღიმილის მომგვრელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 24 ივნისი 2025, 18:29
რაც შეეხება პროტესტს და პროტესტის რეჟიმს, ყველანი კარგად ვხედავთ თუ რად გადაიქცა აღქმების და ილუზიების თეორიებიდან გამოწვეული პროტესტი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობის ნაწილი, რომელიც შევიდა შეცდომაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლების აქტიურობით და განცხადებებით, რომელიც სიცრუეზე იყო დამყარებული და არასწორი ილუზიას, არასწორად აღქმას და ფაქტების დამახინჯებას უწყობდა ხელს. რამაც წაახალისა ეს აქციები. კიდევ ერთი, უკვე მერამდენე რევოლუციის მცდელობა ჩვენ ქვეყანაში ვნახეთ, როგორ დამთავრდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ოპოზიციის გარემოცვაში არის აღქმა რევოლუციური ყიჟინის, რომელსაც მათ, მათივე ტელევიზიები და გარე აქტორები უქმნიან, რაც ღიმილის მომგვრელია.

„ახლა ელჩები დაგვრჩნენ ქვეყანაში, ემისრები, რომელიც იღებენ და გამტარი არიან ამ დავალების. ორი კვირა აორგანიზებდნენ ევროპის დღეს ჩვენს ქვეყანაში. ნიშანდობლივია, რომ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ევროპის დღე არ აღინიშნება და ჩვენთან ევროპის მოედანზე გათითოკაცებული ნაცმოძრაობის დანაყოფიდან პარტაქტივი ვიხილეთ. ეს არის რითაც ამათი ილუზიით და მათი ტელევიზიებით და მათი სოცქსელით მათი ე.წ. ბაბლი ცხოვრობს თორემ ქვეყანა ვითარდება, ხალხი მუშაობს, სამსახურში მიდის. ირგვლივ იწვის მთელი მსოფლიო პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენთან დილით იღვიძებს პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, მიდის სამსახურში და ბრუნდება სახლში თავის შვილებთან და თავის მშობლებთან. მათ ბაბლში კი ბატონო, არის რევოლუციური ყიჟინა. ცოტა ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, კარგი იქნება თუ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და ასევე, კარგი იქნება თუ მათი პატრონები დაინახავენ რეალურად რას წარმოადგენენ ისინი.

„დაანებონ ამ დივერსიფიცირებას თავი, მოუწოდონ თავიანთ ოთხივე დანაყოფს, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მათი ელექტორალური მხარდაჭერაც გაზომონ მათივე პატრონებმა. და იქნებ ერთხელ და საბოლოო და სამუდამოდ აი, ამათ პატრონების ტვინში გადატრიალდეს, რაღაც წერტილი და მიხვდნენ რეალურად საქართველოში რა დაკვეთაა, რა მიდგომაა აგენტურული ქსელის მიმართ, აგენტურული საქმიანობის მიმართ და იმ ხელდასხმული მონების მიმართ, რომელიც ამ დაკვეთას ასრულებენ. მეათედ, საიუბილეოდ კიდევ ერთხელ საზოგადოება გასცემს პასუხს და იქნებ მიხვდნენ მათივე პატრონები, რა ენით უნდა ესაუბრონ ქართულ საზოგადოებას და რა არის რეალურად ქართველი საზოგადოების დაკვეთა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
მამუკა მდინარაძე: თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს
მამუკა მდინარაძე: საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე
არქივი