CNN: აშშ-ის დაზვერვის ადრეული შეფასებით, ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 25 ივნისი 2025, 00:27
ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის სამხედრო დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა და, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე თვით უკან დახია იგი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადრეული შეფასება თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ის ეფუძნება ბრძოლის შემდგომ ზარალის შეფასებას, რომელიც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ამერიკული დარტყმების შემდეგ განახორციელა.

ობიექტებისთვის მიყენებული ზიანის ანალიზი და დარტყმების გავლენა ირანის ბირთვულ ამბიციებზე კვლავ მიმდინარეობს და შესაძლოა შეიცვალოს, როდესაც ახალი სადაზვერვო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება. თუმცა, ადრეული დასკვნები ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაერთ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დარტყმებმა ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტები „სრულიად გაანადგურა“. თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმაც კვირას განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ამბიციები „განადგურებულია“.

ორი ინფორმირებული წყაროს თქმით, ირანის გამდიდრებული ურანის მარაგი არ განადგურებულა. ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ცენტრიფუგები დიდწილად „ხელუხლებელია“.

თეთრმა სახლმა აღიარა შეფასების არსებობა, თუმცა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ნაცმოძრაობას“ ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი; სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის - უნდათ, გაგვიმეორონ 90-იანები
შალვა პაპუაშვილი ბაჩიაშვილზე: ადამიანი არის ჩვეულებრივი მაქინატორი, ასე რომ მისი სიტყვის მიმართ დამაჯერებლობა რომ არის ძალიან დაბალი
დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა 2009 წლის 15 ივნისს, შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოსთან ხელკეტით გაუსწორდა საპროტესტო აქციის მშვიდობიან მონაწილეებს
Reuters: პუტინის მისამართით გაჟღერებულმა ტრამპის ულტიმატუმმა მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია
მაგარი ბიზნესია შიგ-ევროპელებში - ექს-პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის ფაზენდას აქირავებს ოკუპანტ რუსებზე, ჭიჭე ვაშაძე - საკუთარ ბინას, ხოლო ნაცების პოლიტსაბჭოს წევრ ლ.ც-ს ირანელები შემოჰყავს საქართველოში ბინადრობის მოწმობის საფუძველზე
არქივი