ნეთანიაჰუ: ჩვენ ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 25 ივნისი 2025, 00:30
ჩვენ ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისტორიული მოვლენა - აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმები ისრაელის მხარდასაჭერად - „იმ დიპლომატიური კამპანიის ნაყოფია, რომელსაც ის [სტრატეგიულ საქმეთა] მინისტრ რონ დერმერთან ერთად ხელმძღვანელობდა“.

„ისრაელს თეთრ სახლში არასდროს ჰყოლია პრეზიდენტი ტრამპის მსგავსი მეგობარი და დიდ მადლობას ვუხდი მას ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

„თუ ვინმე, თუ ვინმე ირანში შეეცდება ამ პროგრამის აღდგენას, ჩვენ ვიმოქმედებთ იგივე შეუპოვრობით, იგივე ძალით, რათა აღვკვეთოთ ნებისმიერი ასეთი მცდელობა. ვიმეორებ - ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი“, - დასძინა მან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი