თეთრი სახლის სპიკერი: ადრეული შეფასება, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა, მცდარია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 25 ივნისი 2025, 00:33
თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ ადრეული შეფასება, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა, მცდარია.

„ამ სავარაუდო შეფასების გაჟონვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და იმ მამაცი პილოტების დისკრედიტაციის აშკარა მცდელობაა, რომლებმაც ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების მისია იდეალურად შეასრულეს“, - აღნიშნა მან.

მანამდე ტელეკომპანია CNN-მა სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის სამხედრო დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა და, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე თვით უკან დახია იგი.

ადრეული შეფასება თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ის ეფუძნება ბრძოლის შემდგომ ზარალის შეფასებას, რომელიც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ამერიკული დარტყმების შემდეგ განახორციელა.

ობიექტებისთვის მიყენებული ზიანის ანალიზი და დარტყმების გავლენა ირანის ბირთვულ ამბიციებზე კვლავ მიმდინარეობს და შესაძლოა შეიცვალოს, როდესაც ახალი სადაზვერვო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება. თუმცა, ადრეული დასკვნები ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაერთ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დარტყმებმა ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტები „სრულიად გაანადგურა“. თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმაც კვირას განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ამბიციები „განადგურებულია“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინული მედია: უკრაინისთვის ევროკავშირის საკრედიტო პროგრამის ფარგლებში გადარიცხვები გაყინულია
შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძის მიერ პოლიციელების შეურაცხყოფაზე: უკრაინის პოლიცია, რასაც დაამსგავსა კარგად ვხედავთ
ალეკო ელისაშვილის მერობის კანდიდატად დასახელება, იმ ცირკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ხაზარაძე და გახარია აწყობენ
ბალტიის ქვეყნების ეს აკვიატება უკვე სერიოზულიც აღარ არის. რთულია ახსნა ის განსაკუთრებული აჩემება, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ აქვთ
კრემლის პრესმდივნის განცხადებით, მოსკოვმა მხედველობაში მიიღო ტრამპის განცხადება 50-დღიანი ულტიმატუმის 10 დღემდე შემცირებასთან დაკავშირებით
არქივი