ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინოს, ევროპასაც შეუძლია დახმარება, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განვიხილეთ დრონების ერთად წარმოების პოტენციალი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 25 ივნისი 2025, 22:19

დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განვიხილეთ ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენა, უკრაინა მზად არის, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინოს, ევროპასაც შეუძლია დახმარება, განვიხილეთ დრონების ერთად წარმოების პოტენციალი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

„ჰააგაში აშშ-ის პრეზიდენტთან კარგი შეხვედრა მქონდა. მივულოცე პრეზიდენტ ტრამპს ახლო აღმოსავლეთში წარმატებული ოპერაცია. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ქმედებებმა შეასუსტა არა მხოლოდ მათი ბირთვული პროგრამა, არამედ დრონების წარმოების შესაძლებლობებიც. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს. პრეზიდენტთან განვიხილეთ ჩვენი ხალხის დაცვა – უპირველეს ყოვლისა, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენა ჩვენი ქალაქების, ჩვენი ხალხის, ეკლესიებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად. უკრაინა მზადაა, შეიძინოს ეს აღჭურვილობა და მხარი დაუჭიროს ამერიკელ იარაღის მწარმოებლებს. ევროპას შეუძლია დახმარება. ასევე განვიხილეთ დრონების ერთად წარმოების პოტენციალი. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ერთმანეთი”,- წერს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის ტექნიკურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკებებისა და ტყვეებისა და დაღუპულების გაცვლის შესახებ აცნობა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ლიდერებმა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია განიხილეს.

„ვაცნობე პრეზიდენტს, თუ როგორ ჩაიარა ტექნიკური ჯგუფის შეხვედრებმა სტამბოლში, ასევე ტყვეებისა და დაღუპულების გაცვლამ. რუსეთმა გადმოგვცა საკუთარი ჯარისკაცების ცხედრები. ამჟამად კიევში ტარდება სასამართლო ექსპერტიზები მათი ნათესავების დადგენის მიზნით.

ვისაუბრეთ ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. პუტინი ნამდვილად არ იგებს. პრეზიდენტს წარვუდგინე ფაქტები იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში ადგილზე. გმადლობთ შეხვედრისა და მხარდაჭერისთვის. ასევე მადლიერი ვარ ჩვენი ხალხის შესახებ ნამდვილად თბილი სიტყვებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას“, – წერს ზელენსკი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ნაცმოძრაობას“ ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი; სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის - უნდათ, გაგვიმეორონ 90-იანები
შალვა პაპუაშვილი ბაჩიაშვილზე: ადამიანი არის ჩვეულებრივი მაქინატორი, ასე რომ მისი სიტყვის მიმართ დამაჯერებლობა რომ არის ძალიან დაბალი
დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა 2009 წლის 15 ივნისს, შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოსთან ხელკეტით გაუსწორდა საპროტესტო აქციის მშვიდობიან მონაწილეებს
Reuters: პუტინის მისამართით გაჟღერებულმა ტრამპის ულტიმატუმმა მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია
მაგარი ბიზნესია შიგ-ევროპელებში - ექს-პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის ფაზენდას აქირავებს ოკუპანტ რუსებზე, ჭიჭე ვაშაძე - საკუთარ ბინას, ხოლო ნაცების პოლიტსაბჭოს წევრ ლ.ც-ს ირანელები შემოჰყავს საქართველოში ბინადრობის მოწმობის საფუძველზე
არქივი