ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანე მეათეს დამასკოში, წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძარში ტერორისტული აქტის გამო უსამძიმრებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 25 ივნისი 2025, 22:22

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს იოანე მეათეს დამასკოში, წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძარში ტერორისტული აქტის გამო უსამძიმრებს.

ილია მეორის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს უნეტარეს იოანე X-ს​. თქვენო უწმინდესობავ, ღრმა მწუხარებითა და უდიდესი გულისტკივილით შევიტყვეთ ცნობა დამასკოში, წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძარში, მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ, რომელსაც 20-ზე მეტი მართლმორწმუნე ქრისტიანი შეეწირა და მრავალი დაშავდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართველი ერისა და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და თქვენს სამწყსოს და გთხოვთ, ჩვენი თანადგომა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ტერორიზმი დაუშვებელი და მიუღებელია ცივილიზებული საზოგადოებისათვის.

სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა ტკივილითა და მწუხარებით, მაგრამ გვანუგეშებს მაცხოვრის სიტყვები: – „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“. (მთ.28:20)

ამ რწმენით, ამ იმედით განამტკიცოს უფალმა თქვენი სამწყსო და კვლავაც მოგმადლოთ ძალა ჭეშმარიტების ერთგულებისა და ამ გზით დაუბრკოლებელი სვლისა. ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისა და მშვიდობისათვის როგორც თქვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოში“,- აღნიშნულია საქართველოს პატრიარქი სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, 22 ივნისს დამასკოში, წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძარში ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა, სულ მცირე, 20 ადამიანი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: ესენი ხომ თავის თავზე არ არიან დამოკიდებულები. ეტყვიან შედი-შევლენ, ეტყვიან გაიყავით-გაიყოფიან, ეტყვიან ეჩხუბეთ ერთმანეთს- იჩხუბებენ, ეტყვიან შენ უნდა მოგიხდეს ეს ფერი-შენ ეს. ამას ხომ ყურმოჭრილად აკეთებენ
თამარ ჩერგოლეიშვილი - „ლელომ“ და გახარიამ დაკარგეს ხმების 60 პროცენტი, საკუთარმა ამომრჩეველმა წიხლი ჰკრა, ეს სამარცხვინოები დგანან და ჩერგოლეიშვილს აბრალებენ
ირაკლი კირცხალია: როგორც უკანა ეზოს ისე გვიყურებდნენ. როგორ გავბედეთ, რომ არ გავაკეთეთ ის, რაც გვითხრეს?! როგორ გავბედეთ რომ ჩვენ, ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ?! როგორ გავბედეთ, რომ ჩვენ არ ვიქეცით „პროქსი“ სახელმწიფოდ
ირაკლი კირცხალია: ელჩები პირდაპირ იყვნენ წინასაარჩევნო პროცესებში ჩართული, მათი მხრიდან განცხადებები იყო ყოვლად ამორალური, შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის
ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე: არანაირი საფუძველი, არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, არცერთი პუნქტით საფუძველი არ არსებობს, რომ ეს მექანიზმი იყო ჩვენს მიმართ გამოყენებული
არქივი