ცესკო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 26 ივნისი 2025, 11:45

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ამჯერად, ცენტრალური საარჩევნო კომისია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონულ შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, რომელიც პროექტის - „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები -იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში მიმდინარებს.

25 ივნისს, ფორუმის პირველ დღეს, ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა. მან მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობასა და არჩევნების ისტორიაზე, ასევე ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

გიორგი შარაბიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციაზე, როგორც საარჩევნო პროცესის გლობალურ გამოწვევაზე და ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე.

პროექტის ფარგლებში ოთხი რეგიონული შეხვედრა გაიმართება და მასში სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკომისიის პრეზიდენტი არც კი ახსენებს უკრაინაში ომის მაფიას, კორუმპირებულ სისტემას, დაფინანსების შეჩერების ნაცვლად, სურს, კიდევ 100 მილიარდი გაუგზავნოს უკრაინას, ეს სიგიჟეა
კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა
ჩეხეთში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს დაეჯახა. დაშავებულია ათობით ადამიანი
შალვა პაპუაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო პროექტი „პროფესია პოლიციელი“, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ პოლიციელთა მიღწევებს
არქივი