ზაზა ლომინაძე - ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი ბოლო პერიოდში გაზრდილია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, სახელმწიფო ნარკოდანაშაულს ომს უცხადებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 26 ივნისი 2025, 16:50

ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა ბოლო პერიოდში მკვეთრად არის გაზრდილი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ქვეყანაში სინთეტიკური ნარკოტიკია შემოსული, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაიგოს, რომ სახელმწიფო ნარკორეალიზაციას და ნარკოდანაშაულს ომს უცხადებს.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ სახელმწიფო ნარკორეალიზაციას და ნარკოდანაშაულს ომს უცხადებს. ვინც დასნეულებულია, მზად ვართ, სამედიცინო დახმარება გავუწიოთ და ვუმკურნალოთ. ბოლო პერიოდში ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. იცით, რომ ქვეყანაში სინთეტიკური ნარკოტიკია შემოსული. იმ პოლიტიკით მივდივართ, რაც იმას გულისხმობს, რომ ნარკომანია არის სნეულება, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. სახელმწიფოს პოლიტიკა სწორი იყო, თუმცა ლიბერალური ელემენტებით, რითიც ის შედეგები არ დადგა, რასაც ველოდებოდით. წინასაარჩევნოდ მთელი საქართველო მოვიარეთ და მთავარ გამოწვევად ნარკომანიასთან ბრძოლა დასახელდა. ნარკოტიკის გავრცელება, დადება დრონებითაც კი ხდებოდა. ყველანაირ თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებდნენ. რეალიზატორების მიმართ კანონმდებლობა გამკაცრებულია, შემდეგია ის, რომ სახელმწიფომ დასნეულებულთა მკურნალობა თავის ხელში აიღოს. მონაცემებია, რომ ამ საქმეში მთლად წესრიგი არ იყო. ქუთაისში, ქალაქგარეთ დავიტანეთ ეს პროგრამა, ქალაქს მოვაცილეთ, რათა ამ ყველაფერს სხვებმა არ უყურონ. ჩვენი მიზანი მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
მამუკა მდინარაძე: თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს
მამუკა მდინარაძე: საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე
არქივი