თეთრი სახლი - აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რომ შეხვედრა შედგეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 26 ივნისი 2025, 23:46

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რომ შეხვედრა შედგეს.

„ამ მომენტისთვის არაფერი გვაქვს დაგეგმილი”, – განაცხადა ლივიტმა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია განაგრძობს „მჭიდრო კომუნიკაციას“ ირანელებთან და შუამავალი ქვეყნებთან, მათ შორის კატარის წარმომადგენლებთან.

„ჩვენ გვაქვს კონტაქტი და თუ შეხვედრა იქნება, შეგვატყობინებთ, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე“, – განაცხადა ლივიტმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთმანეთს მომავალ კვირაში შეხვდებიან.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი