უნგრეთმა ვეტო დაადო ერთიან განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 26 ივნისი 2025, 23:59

ევროკავშირის სამიტზე ლიდერებმა ვერ მიაღწიეს საერთო აზრს უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტოს გამო, უნგრეთმა ვეტო დაადო ერთიან განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. ამის გამო ევროკავშირის 26 წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა გამოაქვეყნოს დოკუმენტი „ევროკავშირი მინუს უნგრეთი“ ფორმატით,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, როგორც აღმოჩნდა, უნგრეთმა დაბლოკა გადაწყვეტილების ყველა პუნქტი – არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ევროკავშირის 26 ქვეყანა შეთანხმდა იმის შესახებ, რომ „ევროკავშირი განაგრძობს უკრაინისთვის რეგულარული და პროგნოზირებადი ფინანსური მხარდაჭერის გაწევას გრძელვადიან პერსპექტივაში“.

„2025 წელს ევროკავშირი უკრაინას 30.6 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს, რომლიდანაც 3.5 მილიარდი ევრო უკვე გამოიყო უკრაინისთვის განკუთვნილი მექანიზმის ფარგლებში, ხოლო 7 მილიარდი ევრო – G7 ERA ინიციატივის ფარგლებში, რომელიც იფარება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროკავშირმა მოუწოდა წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინის სამხედრო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, ევროკავშირმა გამოხატა მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს უკრაინის ინტეგრაციის პროცესი და დაიწყოს მოლაპარაკებები ძირითად საკითხებზე.

უნგრეთმა ვეტო დაადო ერთიან განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, თუმცა დანარჩენმა 26 ქვეყანამ „ევროკავშირი მინუს უნგრეთი” ფორმატით მაინც მიიღო გადაწყვეტილება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინული მედია: უკრაინისთვის ევროკავშირის საკრედიტო პროგრამის ფარგლებში გადარიცხვები გაყინულია
შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძის მიერ პოლიციელების შეურაცხყოფაზე: უკრაინის პოლიცია, რასაც დაამსგავსა კარგად ვხედავთ
ალეკო ელისაშვილის მერობის კანდიდატად დასახელება, იმ ცირკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ხაზარაძე და გახარია აწყობენ
ბალტიის ქვეყნების ეს აკვიატება უკვე სერიოზულიც აღარ არის. რთულია ახსნა ის განსაკუთრებული აჩემება, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ აქვთ
კრემლის პრესმდივნის განცხადებით, მოსკოვმა მხედველობაში მიიღო ტრამპის განცხადება 50-დღიანი ულტიმატუმის 10 დღემდე შემცირებასთან დაკავშირებით
არქივი