მიგრაციის დეპარტამენტმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 27 ივნისი 2025, 10:45

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

„კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთის და ირანის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოლომბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კოლომბიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი - საქართველოს ხელისუფლებამ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ უნდა უპასუხონ რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას
სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს
შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის მიმართ მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მოგვცა
არქივი