84
27 ივნისი 2025, 11:06

ახლა გადავალ ბარემ რაც ახლოს არის ვაკის პოლიციაში და იქიდან წამიყვანენ, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი გივი თარგამაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„ახლა გადავალ ბარემ რაც ახლოს არის ვაკის პოლიციაში და იქიდან წამიყვანენ. განაჩენები რით ისაზღვრება, ან როგორ, კაცმა არ იცის“, - აღნიშნა თარგამაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ დეპუტატს, გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე, აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |