აკრძალვის მიუხედავად, ბუტაპეშტში ლგბტქ+ პრაიდი გაიმართა - ორგანიზატორების ინფორმაციით, მასში მონაწილეობა 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 28 ივნისი 2025, 22:49

“ბუდაპეშტის პრაიდის” აკრძალვის მიუხედავად, უნგრეთის დედაქალაქში მასშტაბური აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

აქციას იმის ფონზე ჩატარდა, რომ მიმდინარე წლის მარტში უნგრეთის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ლგბტქ+ ღინისძიებების ჩატარება აკრძალა და მონაწილეების იდენტიფიცირებისთვის სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება დაუშვა.

ბუდაპეშტის რიგით 30-ე ყოველწლიურ პრაიდში დემონსტრანტები გამოვიდნენ პლაკატებით, წარწერებით: “სოლიდარობა ბუდაპეშტის პრაიდს”.

ორგანიზატორები, რომლებიც რეკორდული 35,000 ადამიანის მონაწილეობას მოელოდნენ, აღნიშნავენ, რომ დემონსტრაციაში “ბევრი, ბევრი ათობით ათასი ადამიანი” მონაწილეობდა.

“ბუდაპეშტი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვიქტორია რადვანის თქმით, ღონისძიებაში 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი