36
29 ივნისი 2025, 07:06

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, კვირას, 29 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაილოცებიან აბიტურიენტები.
საპატრიარქოს ინფორმაციითვე, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, 2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |