დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 29 ივნისი 2025, 14:46

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება. დეპუტატები 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხს განიხილავენ. კომისიის წევრები მოუსმენენ ვიქტორ დოლიძეს და კონსტანტინე ჟღენტს.

საგამოძიებო კომისიის თითქმის 5-თვიანი მუშაობის შედეგებზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

„თითქმის 5 თვის განმავლობაში საზოგადოებამ რაც ნახა - ის წამება, უბედურება, ქონების ჩამორთმევა, სიცოცხლის მოსპობა და ა.შ., ალბათ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში თუ ექნება ნანახი. რა თქმა უნდა, დასკვნაც იქნება არა მარტო მოცულობითი, არამედ დატვირთული სწორედ ასეთი ტიპის ფაქტებით, რომლის შემდგომაც არავის შეეპარება ეჭვი, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც რეჟიმი აუცილებლად გაუქმდება“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ლელომ“, გახარიამ აღიარეს არჩევნები, ამ არჩევნებს თუ აღიარებენ, შარშან რატომ არ აღიარეს, ახლა პრეტენზია აღარ აქვთ?
ვნახეთ კალასის და კოსის განცხადება, არც კი შეიმჩნიეს, რომ მათგან მხარდაჭერილმა ბრბომ სცადა პრეზიდენტის სასახლის აღება
პროექტი, რომელიც ხელისუფლების დამხობას გულისხმობს, არის დასრულებული, ახლა ყველას უნდა ეყოს სითამამე, რომ მიიღონ სასჯელი
რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემაა, რომ დაკვეთით მუშაობენ, ამიტომ ირცხვენენ თავს და ამიტომაც სამჯერ ნაკლები ხმა აიღეს ამ არჩევნებზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 4 პირი დააკავა
არქივი