შალვა პაპუაშვილი: თუ გერმანიის ელჩი თანაუგრძნობს ხოშტარიას მიზანს, აიძულოს ოპოზიცია ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა. თუმცა, ამაში არაფერია გასაკვირი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 29 ივნისი 2025, 15:35

გერმანიის ელჩმა მისი გუშინდელი სოლიდარობის აქტის გამართლების მცდელობისას დაადასტურა, რომ ელენე ხოშტარიასთვის შიმშილობის შეწყვეტა არ ურჩევია და მხოლოდ ემპათიის გამოსახატვაად მივიდა, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სვამს კითხვას, რასთან დაკავშირებით გამოხატა ელჩმა თანაგრძნობა.

„რასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ემპათია, ანუ თანაგრძნობა გამოეხატა ელჩს? შიმშილობის, როგორც პროტესტის ფორმის თუ ამ ფორმით დაყენებული მოთხოვნის მიმართ? თუ მას ფორმის მიმართ აქვს თანაგრძნობა, ანუ როდესაც ადამიანი საკუთარი თავის დაზიანების მუქარით სხვის იძულებას ცდილობს, ეს მორალური კატასტროფაა. განა მორალურია, მიხვიდე ადამიანთან, რომელსაც საფეთქელზე იარაღის აქვს მიბჯენილი და თანაგრძნობით შემოიფარგლო? სწორედ ეს არის ადამიანის სიცოცხლის ინსტრუმენტალიზება, ანუ მისი სიცოცხლის, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებად წარმოჩენა და არა თვით მიზნად, რაც გერმანიის კონსტიტუციის პირველივე მუხლით დაცული „ადამიანის ღირსების“ შელახვაა.

ხოლო, თუ ელჩი შინაარსს თანაუგრძნობს, ანუ ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა. თუმცა, მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობების გათვალისწინებით, ამაში არც არაფერია გასაკვირი.

„ვენის კონვენციის“ მიერ დიპლომატებისთვის დაწესებული აკრძალვა, რომ არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში, უპირველეს ყოვლისა, მათსავე დაცვას ემსახურება წინდაუხედავი და მათთვისვე საზიანო ქცევისგან“, - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გორბის კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს
„ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა - მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩანს „გორბის“ კვლევაში
გერმანიის "მწვანეთა პარტიის" ახალგაზრდული პარტიის ლიდერი მიანიშნებს, რომ შესაძლოა "ალტერნატივა გერმანიის" პარტიის წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობა გახდეს აუცილებელი
მედია: მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ ცათამბჯენში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ნიუ-იორკის პოლიციის ერთი თანამშრომელი
დიმიტრი მედვედევი - დონალდ ტრამპის ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია - მძინარე ჯოს გზას ნუ გაჰყვებით
არქივი