რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 29 ივნისი 2025, 20:43

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.

აქციაზე სახელწოდებით „დადექი საქართველოსთვის“ მოქალაქეებმა შეკრება 20:00 საათიდან დაიწყეს.

აქციაზე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები, ორგანიზატორების ინფორმაციით, შეკრებილებს სიტყვით მიმართავს, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, "ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას ეხება, რადგან უკვე ციხეში არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები და ა.შ".

მათი განცხადებით, დღეს დუმილი მორჩილებას ნიშნავს, ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი ხმა ხელისუფლებას უნდა გააგონონ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოლომბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კოლომბიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი - საქართველოს ხელისუფლებამ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ უნდა უპასუხონ რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას
სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს
შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის მიმართ მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მოგვცა
არქივი