ანა წითლიძე - რა გავიგეთ? მერამდენედ არაფერი, რა საჭიროა მიკიბ-მოკიბვა, როცა ჭეშმარიტების გზა მარტივი დასანახია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 29 ივნისი 2025, 22:47

ანუ? რა გავიგეთ?  სწორია: მერამდენედ არაფერი. რა საჭიროა ეს მიკიბ-მოკიბვა, როდესაც ჭეშმარიტების გზა მარტივი დასანახია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა.

კიდევ ერთ პოსტში ანა წითლიძე საუბრობს იმ ყველაფრის შესახებ, რასაც, მისი შეფასებით, ნამდვილი ლიდერი იტყოდა.

„რას იტყოდა ნამდვილი ლიდერი:

უარი რუსულ სპეცოპერაციაში, ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას! აქტიური ბოიკოტის კამპანია, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან ერთად, ქუჩებში, სოფლებში, ქალაქებში! წინააღდეგობის მოძრაობის გაფართოება; დიდი და ურყევი მობილიზაციისთვის მზადება;

არ გაპრავდება რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა! ყველა ჩაირეცხება!“, – წერს ანა წითლიძე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმა არის ერთობა. „ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპის თქმით, ბავშვებში აუტიზმს დედის მიერ ორსულობის დროს პარაცეტამოლის მიღება იწვევს
The Hill: ნეპალის რევოლუციის დროს შეიარაღებულმა ბრბომ გაძარცვა და დაწვა ბიზნესები, კერძო სახლები და სამთავრობო შენობები
ელისაშვილის განცხადებაზე: ამაზე დიდი აბსურდი არ მომისმენია - ადამიანს მერობა უნდოდეს იმისთვის, რომ შეაჩერო და გააფუჭო გაკეთებულიც და მომავალშიც არაფერი გააკეთო
ოპოზიციაზე: გაშიფრული და ძალიან მარტივი სქემაა - ცდილობენ, არეულობა მოაწყონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, ეცადონ სახელმწიფო გადატრიალებას
თუ კუპრაძე გახდება მერი, მეორე დღეს იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან
არქივი