
სამწუხაროა, რომ იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა გერმანიის მიმართ, ერთი ადამიანი, ფიშერი, ძალიან რუდუნებით უთხრის ძირს და აზიანებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ ფიშერი არ წარმოადგენს გერმანელ ხალხს, რადგან გერმანელი ხალხი არ არის ამ ღირებულებების მატარებელი, რასაც ბატონი ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს.
„ბატონმა ფიშერმა საბოლოოდ უარი თქვა ელჩობაზე და იქცა ჩვეულებრივად რადიკალური ოპოზიციის, ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად. ელენე ხოშტარია არა მხოლოდ რადიკალი ოპოზიციონერია, არამედ ის ექსტრემისტი ოპოზიციონერიცაა, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ პატივს არ სცემს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებებს, ღირსებას. არაფერს, რაც კი შეიძლება პოლიტიკოსის დადებით თვისებაში შედიოდეს, პატივს არ სცემს. ჩვენ ვხედავთ, რომ ელჩი მივიდა და სცადა გაემართლებინა, რომ ეს იყო თანაგრძნობა და ემპათია. რის მიმართ იყო ეს თანაგრძნობა, იმის, რომ ადამიანი ამბობს, რომ თავს მოიკლავს თუ რაღაც არ მოხდება? ეს არის ევროპული გაგება დემოკრატიის? რის მიმართ აქვს მას ემპათია, რომ ადამიანი მოუწოდებს ოპოზიციას, საბოტაჟი გამოუცხადოს არჩევნებს? ეს არის მისი გაგება დემოკრატიის? ფაქტია, რომ ბატონი ფიშერი გერმანელ ხალხს არ წარმოადგენს. გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულებების მატარებელი, რასაც ბატონი ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს და სამწუხაროა, რომ იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა გერმანიის მიმართ ჩვენი დამოუკიდებლობის 34 წლის განმავლობაში, ეს ერთი ადამიანი ძალიან რუდუნებით უთხრის ძირს და აზიანებს ისე, რომ არ ვიცი ამის გამოსწორებას რა დრო დასჭირდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |