ნიკოლეიშვილი რეორგანიზაციაზე: კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. დარჩნენ უმუშევრები. „სამგლოვიარო“ განცხადებები ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი, რაც ნიშნავს, რომ თავიანთი თავგზააბნეულობა ოპოზიციის უცხოელ პატრონებთან დაიჩივლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 30 ივნისი 2025, 14:29

ეს ხალხი, მგონი თავის თავს დასცინის- საჯარო მოხელეების გარკვეული კატეგორია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, აცხადებს რომ თურმე სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ. მოდით გავერკვეთ რა ხდება: თურმე ნუ იტყვით ამ ადამიანებს, ელემენტარულიც არ ესმით რომ მუშაობდნენ იმ უწყებაში, სადაც უბრალო კლერკიდან დაწყებული ელჩებითა თუ მინისტრით დამთავრებული, ყველა ვალდებულია იმ კურსის განხორციელება-განვითარებას შეუწყოს ხელი რასაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ჰქვია - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, აღმოჩნდა, რომ ეს თანამშრომელთა ნაწილი, ვერ ერკვეოდა თავის უფლება-მოვალეობაში, უფრო მეტიც რადიკალური ოპოზიციისა და აგენტურის ყალბი ნარატივის გავლენის ქვეშ მოექცა, თითქოს და საქართველომ ევროპული კურსიდან გადაუხვია, შესაბამისად ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციას და ანტისახელმწიფოებრივ ჭუჭყიან ფურცლებს მოაწერა ხელი.

მისი თქმით, მათ ჰქონდათ საშუალება მიეღოთ კონკურსში მონაწილეობა, რაზედაც ბრიყვულად უარი განაცხადეს, დარჩნენ რა უმუშევრები, „სამგლოვიარო“ განცხადები გამოაქვეყნეს, მაგრამ საინტერესო ის არის რომ ამ განცხადებების ნაწილი ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნეს, ამით ოპოზიციის პატრონებთან დაიჩივლეს თავიანთ თავგზააბნეულების გამო.

„ეს ხალხი, მგონი თავის თავს დასცინის- საჯარო მოხელეების გარკვეული კატეგორია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, აცხადებს რომ თურმე სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ. მოდით გავერკვეთ რა ხდება: თურმე ნუ იტყვით ამ ადამიანებს, ელემენტარულიც არ ესმით რომ მუშაობდნენ იმ უწყებაში, სადაც უბრალო კლერკიდან დაწყებული ელჩებითა თუ მინისტრით დამთავრებული, ყველა ვალდებულია იმ კურსის განხორციელება-განვითარებას შეუწყოს ხელი რასაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ჰქვია. აღმოჩნდა, რომ ეს თანამშრომელთა ნაწილი, ვერ ერკვეოდა თავის უფლება-მოვალეობაში, უფრო მეტიც რადიკალური ოპოზიციისა და აგენტურის ყალბი ნარატივის გავლენის ქვეშ მოექცა, თითქოს და საქართველომ ევროპული კურსიდან გადაუხვია, შესაბამისად ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციას და ანტისახელმწიფოებრივ ჭუჭყიან ფურცლებს მოაწერა ხელი. მიუხედავად ამისა მათ კვლავ ჰქონდათ საშუალება მიეღოთ კონკურსში მონაწილეობა, რაზედაც ბრიყვულად უარი განაცხადეს, დარჩნენ რა უმუშევრები, „სამგლოვიარო“ განცხადები გამოაქვეყნეს, მაგრამ საინტერესო ის არის რომ ამ განცხადებების ნაწილი ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნეს, ამით ოპოზიციის პატრონებთან დაიჩივლეს თავიანთ თავგზააბნეულების გამო. ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, სამწუხაროა, რომ ამ ადამინებს არ ესმით ისეთი უბრალო საკითხები, როგორიცაა საჯარო სამსახური, საგარო პოლიტიკა, ქვეყნის ეროვნული ინტერესები, პატრიოტიზმი და ასე შემდეგ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ კარგი ამბავიცა გვაქვს სასიამოვნოა, რომ ასეთი გაუაზრებელი და უცოდინარ, უცხოური გავლენის ქვეშ მყოფი მოხელეებისგან საჯარო სამსახური ნელ-ნელა, მაგრამ მაინც თავისუფლდება,“ - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გორბის კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს
„ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა - მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩანს „გორბის“ კვლევაში
გერმანიის "მწვანეთა პარტიის" ახალგაზრდული პარტიის ლიდერი მიანიშნებს, რომ შესაძლოა "ალტერნატივა გერმანიის" პარტიის წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობა გახდეს აუცილებელი
მედია: მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ ცათამბჯენში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ნიუ-იორკის პოლიციის ერთი თანამშრომელი
დიმიტრი მედვედევი - დონალდ ტრამპის ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია - მძინარე ჯოს გზას ნუ გაჰყვებით
არქივი