თბილისში მკვლელობა მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
126 02 ივლისი 2025, 21:48

ისანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა.

ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება სავარაუდო დამნაშავესაც. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მას გამოჯანმრთელების შემდეგ დააკავებენ.

 მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი