ელენე ხოშტარია მხარდამჭერებს მიმართავს, რომ მის პარტიას შემოწირულობები ჩაურიცხონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 02 ივლისი 2025, 23:35

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მხარდამჭერებს მიმართავს, რომ მის პარტიას შემოწირულობები ჩაურიცხონ.

როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, პარტია ვერ იღებს ვერც შიდა და ვერც საერთაშორისო დაფინანსებას.

„პარტია „დროას“ გუნდი, წლებია, ვიბრძვით თავისუფალი საქართველოსთვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ – ბოლომდე, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.

შექმნილი სიტუაციუდან გამომდინარე, პარტია ვერ იღებს ვერც შიდა და ვერც საერთაშორისო დაფინანსებას. „დროას“ გუნდს არ აქვს საშუალება, დაფაროს პარტიის საქმიანობისთვის აუცილებელი ხარჯები. თუ გჯერათ ჩვენი ბრძოლის და სურვილი გაქვთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ, გთხოვთ, ჩარიცხოთ სიმბოლური თანხა მითითებულ ანგარიშზე.

თქვენი შემოწირულობები არის ჩვენი მხარდაჭერის ერთადერთი საშუალება, რომელსაც რუსული რეჟიმი ჯერჯერობით ხელს ვერ შეუშლის. მადლობა თანადგომისთვის“, – წერს ხოშტარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, დროებით შეაჩეროს პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეებს პასპორტებში საკუთარი სქესის იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს
Le Point: საჭმელში ჩაფურთხების შიშით სარკოზი ციხის კვებაზე უარს აცხადებს - ყოფილი პრეზიდენტის ახლობლები შეშფოთებულნი არიან
აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის 46-ე ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი: უკრაინას მარადიული ომი და ტერიტორიის ნელი ეროზია ემუქრება, თუ ევროპა მკვეთრად არ გაზრდის ზეწოლას რუსეთზე
სატივეს ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
არქივი