მიხეილ ყაველაშვილი - ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე, მიზანდასახულობა და მონდომება აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 03 ივლისი 2025, 10:54

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს.

როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აბიტურიენტებს აუცილებლად მიიყვანს სასურველ შედეგამდე.

„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო.

გჯეროდეთ საკუთარი თავის – თქვენი მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.

ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაა. დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე კახა კალაძეზე - კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ!
ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში 2019 წლის 20 - 21 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
გამომძიებელი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციის, ასევე ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები დაზარალებულების მონაწილეობით
მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო - არაფრისგან ვითომ პიარი რადიკალების მხარეს, არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ
არქივი