პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 03 ივლისი 2025, 13:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველოს მომავალი, წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას ეფუძნება.

„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდები თქვენი მრავალწლიანი შრომის კულმინაციაა.

მჯერა, ამ ეტაპს თითოეული თქვენგანი ღირსეულად, ცოდნისა და უნარების მაქსიმალური მობილიზებით შეხვდება.

ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას ეფუძნება. ამიტომ თქვენი ყოველი ნაბიჯი წინ, პირადი განვითარებისკენ ამავდროულად საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისკენ გადადგმული ნაბიჯია.
გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე“, – აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, დროებით შეაჩეროს პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეებს პასპორტებში საკუთარი სქესის იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს
Le Point: საჭმელში ჩაფურთხების შიშით სარკოზი ციხის კვებაზე უარს აცხადებს - ყოფილი პრეზიდენტის ახლობლები შეშფოთებულნი არიან
აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის 46-ე ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი: უკრაინას მარადიული ომი და ტერიტორიის ნელი ეროზია ემუქრება, თუ ევროპა მკვეთრად არ გაზრდის ზეწოლას რუსეთზე
სატივეს ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
არქივი