გია ვოლსკი - რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთი დოკუმენტი ვერ მოიტანა, რომ არჩევნები გაყალბდა, ოპოზიციის მიზანი და გეგმაა რევოლუცია, სხვა არაფერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 03 ივლისი 2025, 14:48

რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთი დოკუმენტი ვერ მოიტანა, რომ არჩევნები გაყალბდა, ადამიანებზე ზეწოლა იყო, წერტილმა გამოჟონა და ა.შ. ეს სერიოზული დაფიქრების საფუძველია, ხომ არ არის მთავარი მიზანი ის, რომ რევოლუციური პროცესი განვითარდეს და ქვეყანაში სისხლი დაიღვაროს, – ამის პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მათი მიზანი იყო, ქვეყანაში ისეთი პროცესი დაწყებულიყო, რომელსაც შეუქცევადი ნგრევის ხასიათი ექნებოდა.

„რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთი დოკუმენტი ვერ მოიტანა, რომ არჩევნები გაყალბდა, ადამიანებზე ზეწოლა იყო, წერტილმა გამოჟონა და ა.შ. ეს სერიოზული დაფიქრების საფუძველია, ხომ არ არის მთავარი მიზანი ის, რომ რევოლუციური პროცესი განვითარდეს და ქვეყანაში სისხლი დაიღვაროს? წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ მანდატებზე უარის თქმა არის არა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა, არამედ იმის აშკარა დემონსტრაციაა, თუ რა გეგმები აქვთ და რისი იმედი ჰქონდათ ამ რადიკალური ოპოზიცის წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა საერთოდ ექსტრემისტებად იქცნენ. მათი მიზანი იყო, ქვეყანაში ისეთი პროცესი დაწყებულიყო, რომელსაც შეუქცევადი ნგრევის ხასიათი ექნებოდა. ეს იყო იდეა და ამ იდეის მნიშვნელოვნად აქარწყლებს ის, რაც შვეიცარიის პარლამენტარმა განაცხადა, მით უმეტეს, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა. ეს თემა კიდევ ერთხელ, კიდევ ათჯერ და ასჯერ უნდა იყოს გამეორებული. შეუძლებელია ელექტრონული არჩვენების გაყალბება. არევნები არ გაყალბებულა, თუმცა ოპოზიციის მიზანი და გეგმაა რევოლუციაა, სხვა არაფერი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი