მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 09 აგვისტო 2025, 15:39
მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი პირების უკრაინაში გაყვანის შესახებ.

მისივე თქმით, უკრაინამ უნდა უზრუნველყოს მათი მოქალაქეების გადაადგილება.

„უკრაინამ უნდა უზრუნველყოს მათი მოქალაქეების გადაადგილება - ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიის გავლით. ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში დავუშვათ იმ პირების შემოსვლა, ვისი წარსულიც, ვისი დოკუმენტაციაც და შესაბამისი ვარაუდებიც არ შეესაბამება იმ საკანონმდებლო განაწესებს, რომელიც არსებობს საქართველოში საზღვრის კვეთისთვის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: ესენი ხომ თავის თავზე არ არიან დამოკიდებულები. ეტყვიან შედი-შევლენ, ეტყვიან გაიყავით-გაიყოფიან, ეტყვიან ეჩხუბეთ ერთმანეთს- იჩხუბებენ, ეტყვიან შენ უნდა მოგიხდეს ეს ფერი-შენ ეს. ამას ხომ ყურმოჭრილად აკეთებენ
თამარ ჩერგოლეიშვილი - „ლელომ“ და გახარიამ დაკარგეს ხმების 60 პროცენტი, საკუთარმა ამომრჩეველმა წიხლი ჰკრა, ეს სამარცხვინოები დგანან და ჩერგოლეიშვილს აბრალებენ
ირაკლი კირცხალია: როგორც უკანა ეზოს ისე გვიყურებდნენ. როგორ გავბედეთ, რომ არ გავაკეთეთ ის, რაც გვითხრეს?! როგორ გავბედეთ რომ ჩვენ, ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ?! როგორ გავბედეთ, რომ ჩვენ არ ვიქეცით „პროქსი“ სახელმწიფოდ
ირაკლი კირცხალია: ელჩები პირდაპირ იყვნენ წინასაარჩევნო პროცესებში ჩართული, მათი მხრიდან განცხადებები იყო ყოვლად ამორალური, შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის
ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე: არანაირი საფუძველი, არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, არცერთი პუნქტით საფუძველი არ არსებობს, რომ ეს მექანიზმი იყო ჩვენს მიმართ გამოყენებული
არქივი