პროექტი „ჯარის ბანაკი 2025“ დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 09 აგვისტო 2025, 18:30

საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში „ჯარის ბანაკი 2025“ სწავლა ოფიციალურად დასრულდა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მოსწავლეებსა და ინსტრუქტორ-სერჟანტებს სიტყვით მიმართა. მან ახალგაზრდებისთვის მსგავსი  პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამხედრო ინსტრუქტორებს ბანაკის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

დამსწრე აუდიტორიას სიტყვით, ასევე მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა. 

პროექტის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამახსოვრო დაფები გადაეცათ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საპატრიარქოს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ქართული იარაღის მუზეუმის წარმომადგენლებს, ასევე პროექტში ჩართული თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის მეთაურებს. 

წელს „ჯარის ბანაკი“ კოჯორსა და საჩხერეში რვა ნაკადად განხორციელდა. 

ბანაკმა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 1700-მდე მოსწავლეს უმასპინძლა.

საცეცხლე, ტოპოგრაფიის, სამხედრო ნავიგაციის, პირველადი სამედიცინო დახმარების, თვითგადარჩენის, საინჟინრო და სამთო მომზადებასთან ერთად, მოსწავლეებმა უპილოტო საფრენი აპარატების მართვაც შეისწავლეს.

პროექტში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საპატრიარქო, რომლის წარმომადგენლები მართავდნენ შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რაც  ახალგაზრდებში სულიერი ღირებულებების განმტკიცებას ისახავდა მიზნად.

„ჯარის ბანაკი“ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის
კონსერვატიული ორგანიზაციის, Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე ჩარლი კირკის მეუღლე ერიკა კირკი გახდა
ირაკლი კობახიძე - ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ულამაზეს შენობაში, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მადლობა ფონდს და ბიძინა ივანიშვილს
ირაკლი კუპრაძე - ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის
პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია “დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არის, ამის გაგრძელებაა, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის - შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან, მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას
არქივი