პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 10 აგვისტო 2025, 18:29

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 158,2671 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონს" (4-methylmethcathinone).

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი ვიზალიბერალიზაციაზე: ყოველი არჩევნების წინ რადიკალური ოპოზიციის მფარველები ცდილობენ, რომ მათ რაღაც დამხმარედ გადმოუგდონ, თუმცა ახლა ის არჩევნებია, სადაც ვერანაირი დახმარება ოდნავადაც კი ვერ გაუუმჯობესებს მდგომარეობას
სოზარ სუბარი ბექა ოდიშარიას სიტყვიერ შეურაცხყოფაზე: ადამიანის სახე აქვთ დაკარგული, ჩამოყალიბდნენ აგრესიულ სექტად, რომელიც ვერ აცნობიერებს სად ცხოვრობს, ვერ აცნობიერებს რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება მათ გარშემო
სოზარ სუბარი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე: ეს არის დასკვნა, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ისტორიამ კიდევ ერთხელ გაასამართლოს და განსაჯოს ის რეჟიმი
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად გაუქმებულია, როგორც სერიოზული პოლიტიკური აქტორი აღარ არსებობს თუმცა მისი აკრძალვა იქნება სიმბოლური აქტიც, რომ მოღალატეების ადგილი არ არის ქვეყანაში
დავით ჩიხელიძე ელისო კილაძეზე: მიიღო დაკვეთა ათას პატრონგამოცვლილმა „მედიამენეჯერმა" და დაიწყო მამუკა მდინარაძის და მისი კადრების გაშავება
არქივი