იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 11 აგვისტო 2025, 10:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის და სამტრედიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა-მოყვანის ბრალდებით დაკავებული არიან 1975 წელს დაბადებული თ.კ. და 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.გ.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ეზოსა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას 207 ძირი ნარკოტიული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის პირველი და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელისთვის დიდებული დღეა, ღვთის დახმარებით ყველა მძევალს სახლში დავაბრუნებთ, მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს
ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში განცხადებას ავრცელებენ - მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ნაბიჯები, ვიდრე ურთიერთობის გადახედვაზე გადაწყვეტილებას მიიღებს
ნინო წილოსანი: უიმედოდ ველოდებით, რომ რომელიმე უცხოურმა აქტორმა, განსაკუთრებით მათ, ვინც აქტიურები არიან საქართველოსთან დაკავშირებულ კომენტარებში, შეაფასოს და დაგმოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
ირაკლი ზარქუა ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ერთმა თქვა, მე საერთოდ არ ვიცნობ მასო, მეორემ თქვა, მე სახლში მეგონაო, მესამემ თქვა, მე გრიპი მქონდაო, მეოთხემ - თავიდანვე არ მომწონდა ეს გეგმაო - 2 წამში გაყიდეს ერთმანეთი
ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: ესენი ხომ თავის თავზე არ არიან დამოკიდებულები. ეტყვიან შედი-შევლენ, ეტყვიან გაიყავით-გაიყოფიან, ეტყვიან ეჩხუბეთ ერთმანეთს- იჩხუბებენ, ეტყვიან შენ უნდა მოგიხდეს ეს ფერი-შენ ეს. ამას ხომ ყურმოჭრილად აკეთებენ
არქივი