მიხეილ ყაველაშვილი - დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ უვაჟკაცეს მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 11 აგვისტო 2025, 12:30

დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ უვაჟკაცეს მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი, ქართველი ადამიანი და ვიდრე ეს გმირები იარსებებენ, ყველა უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველო ყოველთვის იარსებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, შინდისის გმირებმა განაცვიფრეს მტერი თავისი გმირობით.

„სწორედ ასეთი გმირობებით, ამ ადამიანების ქმედებით გვაქვს გარანტია, რომ საქართველო უკვდავია. კიდევ ერთხელ მინდა, მივაგო პატივი და მარადიული ხსოვნა ამ მართლაც უვაჟკაცეს გმირებს, რომლებმაც განაცვიფრეს მტერი და მოწინააღმდეგე, იმდენად სამაგალითო გმირობა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ დიდება და პატივი მათ ხსოვნას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი