შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილი იყო მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელმაც დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სადაც ბევრი სხვადასხვა მხარის ინტერესია, საქართველო ერთ პაიკად გამოაყენებინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 11 აგვისტო 2025, 13:33

მიხეილ სააკაშვილი იყო მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელმაც დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სადაც ბევრი სხვადასხვა მხარის ინტერესია, საქართველო ერთ პაიკად გამოაყენებინა. ეგეთ მთავარსარდალს რა ვუთხარი, აქ რომ ფრანგი სტუმარი ჰყავდა და თვითმფრინავის დანახვაზე მიწაზე გახოხდა და ის კაცი მიატოვა, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა შინდისის გმირების მემორიალთან.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია კითხვა - რატომ დაიწყო აგვისტოს ომი.

„რომ ყოფილიყო პატრიოტი ხელისუფლება და არა მარიონეტი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა პაიკად გამოაყენებინა სხვებს, არ იქნებოდა... ბევრის ინტერესია გლობალურ დაპირისპირებაში. ამას ვაკვირდებით უკრაინის მაგალითზე. დღესაც გვესმის ხმამაღალი საუბარი, რომ უკრაინა არის ევროპის ფრონტის წინა ხაზი. თქვენ რამდენი ევროპელი და ევროკავშირელი ჯარისკაცი ნახეთ ამ წინა ხაზზე? თუკი ეს ევროკავშირის ბრძოლის წინა ხაზია რუსეთისგან თავდაცვისთვის, რატომ ვერ ვხედავთ ჩვენ იქ ლიეტუველ, ესტონელ, ფრანგ ან გერმანელ ჯარისკაცებს?“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ქართველ სამხედროებზეც ისაუბრა.

„ქართველი მეომარი ყველა ბრძოლაში შედის, როგორც დიდგორში და ის არ უშინდება არც რიცხოვნობას, არც გარემოებას, არც პოლიტიკურ კონტექსტს უყურებს. ეს არის ბრძოლა შენი სამშობლოსთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო. ეს მაგალითი გვაჩვენეს შინდისის გმირებმა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი