შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ე.წ. სანქციები და განსაკუთრებით ფინანსური სანქციები აქციეს ყოველდღიურ პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომელიც შეგიძლია ყოველგვარი სასამართლო კონტროლის, გამჭვირვალობის გარეშე გამოიყენო თვითნებურად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 11 აგვისტო 2025, 13:56

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებას გამოეხმაურა, რომელიც საბანკოს სექტორს ეხება. შესაბამისი კომენტარი პაპუაშვილმა შინდისის გმირების მემორიალთან, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ვხედავთ, რომ ე.წ. სანქციები და განსაკუთრებით ფინანსური სანქციები აქციეს ყოველდღიურ პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომელიც შეგიძლია ყოველგვარი სასამართლო კონტროლის, გამჭვირვალობის გარეშე გამოიყენო თვითნებურად. ამის მაგალითებს ვხედავთ. ბალტიის ქვეყნები ამის სასკოლო მაგალითია - როგორ შეიძლება უბრალოდ პოლიტიკური მოტივით ერთი ქვეყანა მეორეს ებრძოდეს აი, ამ რაღაც გაუგებარი ინსტრუმენტებით. ბალტიისპირეთის შემთხვევაში საუბარია არასასურველ პირებად გამოცხადებაზე, მათ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც სხვა, მძიმე ინსტრუმენტები ჰქონდეთ. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაშიც, ვიცით რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქის მიმართ არის გამოყენებული ფინანსური სანქციის ინსტრუმენტი ყოველგვარი სასამართლო კონტროლის, გამჭვირვალობის გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით და ა.შ. ანუ ყველაფრის დარღვევით, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ძირი და ძირია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ბანკებს „იდეოლოგიური მოტივებით“ კლიენტების მომსახურებაზე უარის თქმას უკრძალავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: ესენი ხომ თავის თავზე არ არიან დამოკიდებულები. ეტყვიან შედი-შევლენ, ეტყვიან გაიყავით-გაიყოფიან, ეტყვიან ეჩხუბეთ ერთმანეთს- იჩხუბებენ, ეტყვიან შენ უნდა მოგიხდეს ეს ფერი-შენ ეს. ამას ხომ ყურმოჭრილად აკეთებენ
თამარ ჩერგოლეიშვილი - „ლელომ“ და გახარიამ დაკარგეს ხმების 60 პროცენტი, საკუთარმა ამომრჩეველმა წიხლი ჰკრა, ეს სამარცხვინოები დგანან და ჩერგოლეიშვილს აბრალებენ
ირაკლი კირცხალია: როგორც უკანა ეზოს ისე გვიყურებდნენ. როგორ გავბედეთ, რომ არ გავაკეთეთ ის, რაც გვითხრეს?! როგორ გავბედეთ რომ ჩვენ, ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ?! როგორ გავბედეთ, რომ ჩვენ არ ვიქეცით „პროქსი“ სახელმწიფოდ
ირაკლი კირცხალია: ელჩები პირდაპირ იყვნენ წინასაარჩევნო პროცესებში ჩართული, მათი მხრიდან განცხადებები იყო ყოვლად ამორალური, შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის
ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე: არანაირი საფუძველი, არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, არცერთი პუნქტით საფუძველი არ არსებობს, რომ ეს მექანიზმი იყო ჩვენს მიმართ გამოყენებული
არქივი