ირაკლი კობახიძე - გვიკრძალავენ ისეთი კანონების მიღებას, როგორსაც თავად იღებენ საკუთარ ქვეყნებში, ვერავის მივცემთ იმის საშუალება, საქართველო დაბალ ღობედ განიხილონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 11 აგვისტო 2025, 18:46

ჩვენ გვიკრძალავენ ისეთი კანონების მიღებას, როგორსაც თავად იღებენ საკუთარ ქვეყნებში, თუ საკუთარ სტრუქტურებში, ორმაგი სტანდარტია ნებისმიერი მიმართულებით იქნება ეს გამოხატვის თავისუფლება, ზოგადად დემოკრატია, სამართალდამცავი სტრუქტურების დაცვა და ასე შემდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეგიონებში მერობის კანდიდატები დასახელების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს დაუსვეს კითხვა, რომ „ევროკავშირში ამოქმედდა მედიის თავისუფლების აქტი, რომელიც, როგორც ვიცით, ჟურნალისტების დაკავებასაც ითვალისწინებს და ეს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას ეხება. როგორია თქვენი შეფასება“, რაზეც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი მოქმედებს.

„ყველგან ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს ნებისმიერი მიმართულებით, როდესაც საქმე ეხება იგივე გამოხატვის თავისუფლებას, ზოგადად დემოკრატიას, სამართალდამცავი სტრუქტურების დაცვას და ასე შემდეგ. ჩვენ გვიკრძალავენ ისეთი კანონების მიღებას, როგორსაც თავად იღებენ საკუთარ ქვეყნებში, თუ საკუთარ სტრუქტურებში. ორმაგი სტანდარტია. ასეთი მიდგომაა, რომ საქართველომ საკუთარი თავი უნდა განიხილოს როგორც დაბალი ღობე. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ჩვენ ვართ ზუსტად ისეთივე სუვერენიტეტით მოსარგებლე სახელმწიფო, როგორც ნებისმიერი დასავლური ქვეყანა. ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალება, რომ საქართველო განიხილონ, დაბალ ღობედ. ჩვენთან უნდა მოქმედებდეს ზუსტად ისეთი კანონები, როგორც მოქმედებს განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის ეს ეხება გამოხატვის თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას და სხვა შესაბამის სფეროებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის
კონსერვატიული ორგანიზაციის, Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე ჩარლი კირკის მეუღლე ერიკა კირკი გახდა
ირაკლი კობახიძე - ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ულამაზეს შენობაში, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მადლობა ფონდს და ბიძინა ივანიშვილს
ირაკლი კუპრაძე - ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის
პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია “დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არის, ამის გაგრძელებაა, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის - შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან, მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას
არქივი