დონალდ ტრამპი - კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთან, მაგრამ არ ვეთანხმები, რაც გააკეთა, ეს ომი არ უნდა მომხდარიყო, შემდეგი შეხვედრა ზელნესკისა და პუტინს შორის იქნება, მეც იქ ვიქნები, თუ ენდომებათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 11 აგვისტო 2025, 21:58

მე კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთანაც, მაგრამ არ ვეთანხმები, რაც მან გააკეთა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ომი არ უნდა მომხდარიყო.

„პრეზიდენტმა პუტინმა შემომთავაზა მოლაპარაკებებში ჩართვა. მე მჯერა, რომ მას სურს ამ საქმის დასრულება. ეს რამდენჯერმე ვთქვი, რომ იმედგაცრუებული ვარ, რადგან მასთან შესანიშნავი საუბარი მქონდა და შემდეგ რაკეტები გაისროლეს კიევში ან სხვა მიმართულებით. მე ვაპირებ ვლადიმერ პუტინთან საუბარს და ვეტყვი, რომ მან უნდა დაასრულოს ეს ომი. ვფიქრობ, რომ კონსტრუქციული საუბრები გვექნება და შეხვედრის შემდეგ, დაუყოვნებლივ შეიძლება, გაფრენისას ან ოთახიდან გამოსვლის შემდეგ, დავურეკო ევროპელ ლიდერებს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მე კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთანაც, მაგრამ არ ვეთანხმები, რაც მან გააკეთა. ეს ომი არასდროს არ უნდა მომხდარიყო. შემდეგი შეხვედრა ზელნესკისა და პუტინს შორის იქნება. მეც იქ ვიქნები, თუ ენდომებათ. მინდა, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრა დაინიშნოს. ცოტა შემაწუხა იმ ფაქტმა, რომ ზელენსკი ამბობდა: „მე კონსტიტუციური თანხმობა უნდა მივიღო“. მას ომის დაწყების თანხმობა ჰქონდა ყველას მოკვლისთვის, მაგრამ მიწების გაცვლისთვის თანხმობა სჭირდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის
კონსერვატიული ორგანიზაციის, Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე ჩარლი კირკის მეუღლე ერიკა კირკი გახდა
ირაკლი კობახიძე - ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ულამაზეს შენობაში, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მადლობა ფონდს და ბიძინა ივანიშვილს
ირაკლი კუპრაძე - ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის
პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია “დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არის, ამის გაგრძელებაა, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის - შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან, მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას
არქივი