თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი პატიმრობის შესახებ განაჩენი ძალაში დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 12 აგვისტო 2025, 13:47
თბილისის სააპელაციო სასამართლომ და მოსამართლეთა კოლეგიამ პაატა სილაგაძის ხელმძღვანელობით, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და გიორგი ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნაწილში დამნაშავედ ცნო და 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.

გიორგი ბაჩიაშვილს საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მარტში მიუსაჯა.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე სასამართლოს მიერ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც საზღვარი გაიარა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში: პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება
ოპოზიციაში რაღაც უნდა მოიმოქმედონ, იმიტომ რომ უამრავი თანხაა დახარჯული რევოლუციის მოსაწყობად საქართველოში
მარტვილის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას
"ქართული ოცნების" ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას
უვიზო მიმოსვლაზე: არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ ეს საკითხი
არქივი