ორბანი: უკრაინელებმა წააგეს ომი, რუსეთმა მოიგო ეს ომი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 12 აგვისტო 2025, 22:45
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა გაიმარჯვა უკრაინაში მიმდინარე ომში.

„ჩვენ ახლა ისე ვსაუბრობთ, თითქოს ეს ომი გაურკვეველი შედეგით დასრულდება, მაგრამ ეს ასე არ არის. უკრაინელებმა წააგეს ომი. რუსეთმა მოიგო ეს ომი“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი აზრით, ერთადერთი საკითხია, „როდის და რა ვითარებაში აღიარებს უკრაინელების მხარდამჭერი დასავლეთი, რომ ეს მოხდა და რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი“.

ასევე, მან განაცხადა, რომ ევროპამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, მოლაპარაკებოდა პუტინთან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და ახლა რისკავს, რომ მისი მომავალი მის გარეშე გადაწყდება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„თბილისობის“ ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, გარკვეულ მონაკვეთებში საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ჯარს 93%-იანი ნდობა აქვს, პოლიციას 77%, მერიას ასევე 77%, მთავრობას 74%, პარლამენტს 67%, პრეზიდენტის ინსტიტუტს 65%, სასამართლო სისტემას 60%
GORBI: კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა? გამოკითხული მოქალაქეების 61% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება
საპროტესტო აქციების ფონზე პარიზში სამართალდამცველებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
საფრანგეთის ეროვნული პოლიცია საპროტესტო აქციების მონაწილეებს: გამოეყავით ძალადობრივ ჯგუფებს
არქივი