აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გერმანიაში ადამიანის უფლებათა კუთხით ვითარება გაუარესდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 13 აგვისტო 2025, 10:17
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გასულ წელს გერმანიაში ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით სიტუაცია გაუარესდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

„ადამიანის უფლებათა კუთხით მნიშვნელოვან პრობლემად არის მიჩნეული აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და დადასტურებული ინფორმაცია ანტისემიტიზმის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის, ძალადობის ან მუქარის შესახებ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის ძირითადი ნაწილი გერმანიაში სიტყვის თავისუფლების პრობლემას ეთმობა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გერმანიის კონსტიტუცია სიტყვის თავისუფლების გარანტიას იძლევა, ხოლო მთავრობა, საერთო ჯამში, ამ უფლებას პატივს სცემს.

„ამის მიუხედავად, ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისად, მთავრობამ შემოიღო შეზღუდვები იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც ის ექსტრემისტულად აღიქვამდა. მთავრობამ დააკავა, გაასამართლა და დააპატიმრა რამდენიმე ადამიანი გამონათქვამების გამო, რომელიც, მთავრობის აზრით, რასობრივ სიძულვილს აღვივებდა, ნაციზმს ახალისებდა და ჰოლოკოსტს უარყოფდა“, - აღნიშნულია ტექსტში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის
კონსერვატიული ორგანიზაციის, Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე ჩარლი კირკის მეუღლე ერიკა კირკი გახდა
ირაკლი კობახიძე - ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ულამაზეს შენობაში, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მადლობა ფონდს და ბიძინა ივანიშვილს
ირაკლი კუპრაძე - ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის
პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია “დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არის, ამის გაგრძელებაა, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის - შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან, მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას
არქივი