აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე მიუთითებს - „მთავრობა ხშირ შემთხვევაში არ მიმართავდა ადეკვატურ ზომებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 13 აგვისტო 2025, 10:44
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინაში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვნად ირღვეოდა.

ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებებს უკრაინის თანამდებობის პირები არღვევდნენ.

„უკრაინის თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან პრობლემებს უკავშირდება დადასტურებული ინფორმაცია: წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა; თვითნებური დაკავებები ან დაპატიმრებები; აზრის გამოხატვისა და მედია თავისუფლების სერიოზული შეზღუდვა, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ან ძალადობის მუქარის ჩათვლით, ჟურნალისტების დაუსაბუთებელი დაკავებები ან სასამართლო დევნა, აგრეთვე ცენზურა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად გამოწვეული იყო ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობით.

„მთავრობა ხშირ შემთხვევაში არ მიმართავდა ადეკვატურ ზომებს ადამიანის უფლებების დამრღვევი თანამდებობის პირების გამოსავლენად და დასასჯელად“, - წერია დასკვნაში.




სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში: პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება
ოპოზიციაში რაღაც უნდა მოიმოქმედონ, იმიტომ რომ უამრავი თანხაა დახარჯული რევოლუციის მოსაწყობად საქართველოში
მარტვილის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას
"ქართული ოცნების" ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას
უვიზო მიმოსვლაზე: არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ ეს საკითხი
არქივი