რაც უფრო ახლოვდება მუნიციპალური არჩევნები, ჩვენ უფრო მეტად ვხედავთ და გვესმის მანიპულირება ვიზალიბერალიზაციის საკითხით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 13 აგვისტო 2025, 11:33
რაც უფრო ახლოვდება მუნიციპალური არჩევნები, ჩვენ უფრო მეტად ვხედავთ და გვესმის მანიპულირება ვიზალიბერალიზაციის საკითხით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ბრიუსელის მუქარაზე საუბრისას.

„საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო მთელი რიგი რეფორმების სრულყოფილად განხორციელების და ევროკავშირის უსაფრთხოების განუხრელად დაცვის გამო. ამ საკითხის ეჭვქვეშ დაყენება მათ შორის „ოჯახური ღირებულებების“ კანონის გამო, „გამჭვირვალობის“ კანონის გამო არის სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო. ეს არის მოსახლეობის წინაშე ცრუ დილემის დაყენება.

იქნება არაერთი მცდელობა საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის და მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის. თუკი რაიმე ბერკეტი და რესურსი არსებობს ბრიუსელის ბიუროკრატია ამას გამოიყენებს, მაგრამ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოსახლეობის აქტივობა და მათი მხრიდან ძალიან მკაფიო ხმის გაგონება, თქმა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ გვჯერა, რომ მკაფიო არჩევანი საქართველოს მოსახლეობის ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ყველასთვის, ვინც ცდილობს საქართველოზე, თუ მის ხელისუფლებაზე ზეწოლას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს - წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი: ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ მასიური სანქციები, მასიური ტარიფები, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ეს თქვენი ბრძოლაა
ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები დაბალ დონეზეა, თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად გვირაბის ბოლოს სინათლე გამოიკვეთა
ლევან მაჭავარიანი: ნუ დაგავიწყდებათ, 2024 წლის არჩევნებამდე ლორა თორნტონმა გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა
სპეციალური პენიტენციური სამსახური: სამსახურის ხელმძღვანელმა, ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა
POLITICO: ტრამპი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას მოუწევს შეთანხმების მიღება, რომელიც დიდწილად რუსეთის პირობებზე იქნება დაფუძნებული
არქივი