კაია კალასის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში უკრაინა და ევროკავშირიც უნდა მონაწილეობდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 13 აგვისტო 2025, 15:31
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში უკრაინა და ევროკავშირიც უნდა მონაწილეობდნენ.

BBC-თან საუბრისას საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება კიევის მონაწილეობით უნდა შედგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ვერ დათანხმდება ვერც უკრაინა და ვერც ბრიუსელი.

უკრაინამ და ევროპამ გარკვევით თქვეს, რომ ვერცერთ პირობას ვერ მიიღებენ, თუ ის უკრაინას არ აწყობს. თუ უკრაინა გარიგებაში მონაწილეობას არ მიიღებს, შეთანხმება უბრალოდ არ იქნება დამტკიცებული. ამიტომ, უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს წარმოდგენილი“, - აღნიშნა კალასმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იტალიის ვიცე-პრემიერმა მაკრონს უკრაინაში ჩასვლა და ომში ჩართვა ურჩია. საფრანგეთის საგარეომ იტალიის ელჩი დაიბარა
მედია: ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი 24 - 26 აგვისტოს უკრაინას ეწვევა
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: ევროპა არასაკმარისად არის აღჭურვილი ახალი გეოპოლიტიკის ეგზისტენციალური გამოწვევებისთვის
„ქრონიკის“ ექსკლუზივი - კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ პუტინი აშშ-ში 2026 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე დაპატიჟოს
არქივი