საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 13 აგვისტო 2025, 15:39

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ნუმან ქურთულმუშმა დელეგაციის წევრებთან ერთად გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს ინტენსიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა აქვს. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა არა მხოლოდ შეინარჩუნოს არსებული პოზიტიური დინამიკა, არამედ იმუშაონ საკანონმდებლო სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით მზაობა დაადასტურეს. აღინიშნა, რომ საქართველო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვით დაინტერესებულია.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარტვილის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას
"ქართული ოცნების" ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას
უვიზო მიმოსვლაზე: არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ ეს საკითხი
დღეს ვხედავთ, რომ იმედიანი, პროგრესზე ორიენტირებული ხელისუფლება გვყავს, მაგრამ ოპოზიცია გვყავს, რომელიც არ არის იმედიანი
შესაძლოა ზოგიერთმა ქვეყანამ გააკეთოს განცხადებები, რომ აპირებენ შეწყვეტას ვიზალიბერალიზაციის. მოგვიანებით ვნახავთ, რომ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული
არქივი