ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 13 აგვისტო 2025, 17:20

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ.

საქმე ეხება გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭიშვილს და მამუკა ბაღდავაძეს.

რაც შეეხებათ გიორგი მიქაძის ძმას, დავით მიქაძეს და ასევე გიორგი ჯოხაძეს, რომლებიც ქვეყანაში არ იმყოფებიან, მათ ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ.

დაკავებულებს შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება ედებათ ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, ძმებმა მიქაძეებმა შეკვეთით მკვლელობა დააორგანიზეს. დაუკავშირდნენ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, გიორგი ჯოხაძეს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს. ჯანგველაძეს გელა უძილაურმა ესროლა, რომელიც ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში: პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება
ოპოზიციაში რაღაც უნდა მოიმოქმედონ, იმიტომ რომ უამრავი თანხაა დახარჯული რევოლუციის მოსაწყობად საქართველოში
მარტვილის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას
"ქართული ოცნების" ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას
უვიზო მიმოსვლაზე: არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ ეს საკითხი
არქივი