თურქული მედია ზელენსკის კორუფციული საქმიანობის შესახებ გამოძიების შედეგებს აქვეყნებს - „სინათლეს ვერ გაექცევი... საჯაროს ვხდით ფარულ ანგარიშგებას: ზელენსკის კვალი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიდის!“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 13 აგვისტო 2025, 17:23
თურქული მედია აქვეყნებს კონკრეტულ ანგარიშებს და დიდი გამოძიების შედეგებს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციული საქმიანობის შესახებ.

ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ზელენსკის ახლო გარემოცვა ყოველთვიურად დაახლოებით 50 მილიონ დოლარს რიცხავდა ორი კომპანიის ანგარიშებზე, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ანდრეი გმირინთან, კორუფციული სახსრების სავარაუდო მენეჯერთან.

ორივე კომპანია მდებარეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. თურქული მედია ფიქრობს, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსთვის და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურისთვის დამოუკიდებლობის წართმევა მისი კორუფციული სქემების დამალვით იყო განპირობებული.

თურქული მედია აღნიშნავს, რომ გმირინის წინააღმდეგ საერთაშორისო გამოძიება მიმდინარეობს. ის 2024 წელს ნიცაში დააკავეს. მას 23 მილიონი ევროს ოდენობის კორუფციულ საქმიანობას ედავებიან. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, 2020-2021 წლებში, როცა გმირინი საჯარო მოხელე იყო, ის საკუთარ ხალხს უკრაინის სტრატეგიულ სამრეწველო კომპანიებში ნიშნავდა - ოდესის საპორტო კომპლექსში და გაერთიანებული სამთოქიმიის კომპანიაში.

თურქული მედია უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 2021-2023 წლებში წლის მაისში გმირინების ოჯახმა დუბაიში 14 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება შეისყიდა.

მედია სვამს კითხვას, თუ როგორ შეძლო გმირინმა უკრაინიდან თანხის მალულად გატანა. ამასობაში უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ მას „დაცვის მაღალი დონე“ აქვს. ამრიგად, თურქული მედიის ინფორმაციით, ორი დამოუკიდებელი ორგანოს დამოუკიდებლობის შელახვით ზელენსკი პირადი ძალაუფლების გამყარებას ცდილობს, რათა უკრაინა ტოტალიტარულ სახელმწიფოდ აქციოს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში: პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება
ოპოზიციაში რაღაც უნდა მოიმოქმედონ, იმიტომ რომ უამრავი თანხაა დახარჯული რევოლუციის მოსაწყობად საქართველოში
მარტვილის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას
"ქართული ოცნების" ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას
უვიზო მიმოსვლაზე: არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ ეს საკითხი
არქივი