31
13 აგვისტო 2025, 18:47

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ ზელენსკის მიერ იქნება განხილული.
„ტერიტორიული საკითხები მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის მიერ იქნება განხილული, ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
მისი თქმით, აშშ-ს სურვილია, ალასკაზე გასამართ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს.
„ამერიკის სურვილია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები უკრაინასთან განიხილონ“, - დასძინა საფრანგეთის ლიდერმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |