93
13 აგვისტო 2025, 20:43

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი „მძიმე შედეგების“ წინაშე დადგება, თუ ომის შეწყვეტაზე უარს იტყვის.
კითხვაზე, დადგება თუ არა რუსეთისთვის რაიმე სახის შედეგები, თუ პუტინი ომის შეწყვეტაზე უარს იტყვის, ტრამპმა პირდაპირ უპასუხა: „დიახ, დადგება. დიახ, იქნება შედეგები“.
ჟურნალისტმა დააზუსტა, მოიცავს თუ არა ეს ზომები დამატებით ტარიფებს ან სანქციებს, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „არ მჭირდება თქმა. იქნება ძალიან მძიმე შედეგები“.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |