დონალდ ტრამპი - სომხეთში უკეთესი გზებია, ვიდრე ვაშინგტონშიო, მითხრა ქვეყნის ლიდერმა, ასე რომ, ძალიან მოკლე დროში ვაშინგტონს გავხდით მოწესრიგებულს, უსაფრთხოს და ლამაზს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 13 აგვისტო 2025, 22:05

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონზე საუბრისას გაიხსენა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნათქვამი, რომ გზები სომხეთში ვაშინგტონზე უკეთესია. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონში ცენტრალური მოედნები მოუწესრიგებელია და მსოფლიო ლიდერები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან იქ.

„გახსოვთ ხომ ომი, რომელიც ახლახანს დავასრულეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის? ორი ლიდერი ჩამოვიდა აქ. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ მისი ქვეყანა უკეთესად გამოიყურება, გზები უკეთესია, როცა მათ ვკითხე, რას ფიქრობენ აქაურობაზე. მან მიპასუხა, რომ გზები უკეთესია სომხეთში, ვიდრე ვაშინგტონში. ეს სამარცხვინოა. წინა პრესკონფერენციაზე მკითხეს, მსოფლიოში მშვიდობას ვამყარებთ, პარასკევს ალასკაში ხვდებით პრეზიდენტ პუტინს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს? დედაქალაქია მნიშვნელოვანიო. მე ვუპასუხე, რომ დედაქალაქი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ის ჭუჭყიანია და უსაფრთხო არ არის, ეს ცუდი ტონია დანარჩენი მსოფლიოსთვის. ასე რომ, ჩვენ ამ დედაქალაქს გავხდით მოწესრიგებულს, უსაფრთხოს, სუფთას და ლამაზს ძალიან მოკლე დროში“, – აღნიშნა ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 812-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2 800-ზე მეტი ადამიანი
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
კახა კალაძე: საქართველოს პრეზიდენტს ყველა წინადადებაში ვეთანხმები - ჩვენ მზად ვართ აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
კახა კალაძე: საქართველოს პრეზიდენტს ყველა წინადადებაში ვეთანხმები - ჩვენ მზად ვართ აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ
არქივი