Politico: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი ფრანგ მოსამართლეს სთხოვდა ჩარეულიყო მარინ ლე პენისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის საქმეში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
107 21 იანვარი 2026, 14:35

პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი გასულ წელს ფრანგ მოსამართლეს შეხვდა და სთხოვა, რომ ის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის მარინ ლე პენისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის საქმეში ჩარეულიყო. სტატიას ამ შინაარსით Politico აქვეყნებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამით, აშშ-მა აჩვენა, რომ ის მხარს ულტრამემარჯვენე ევროპელ პოლიტიკოსებს უჭერს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლე პენისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას „სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად იურიდიული ომის“ მაგალითი უწოდა.

ფრანგმა მოსამართლემ, მაგალი ლაფურკადმა Politico-ს განუცხადა, რომ გასული წლის მაისში ის კოლეგასთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, სამუელ სამსონს შეხვდა, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულის გამოყენებას ლე პენის მხარდასაჭერად სთავაზობდა.

ლაფურკადის განცხადებით, აშშ-ის ასეთმა მიდგომამ ის იმდენად შეაშფოთა, რომ მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში ჩააყენა. საფრანგეთის საგარეო უწყებას კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.

როგორც Politico იუწყება, შეხვედრა პარიზში აშშ-ის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრამდე ორი თვით ადრე ფრანგულმა სასამართლომ ლე პენი ფულის გაფლანგვის საქმეში დამნაშავედ ცნო და ხუთი წლით არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, რის გამოც მას 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაერთვა. ახლა ლე პენის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი, კრისტოფერ ანდერსონი, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ბიუროს უფროსი მრჩეველია.

„როგორც ჩანს, ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო წმინდა პოლიტიკური პროცესი, რადგან ის [ლე პენი] პოლიტიკური ოპონენტი იყო“, - იხსენებს მოსამართლე ლაფურკადი შეხვედრის დეტალებს.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ის ამერიკელებს ფრანგული სასამართლოს მუშაობის შესახებ ესაუბრებოდა, თუმცა „მათ ეს არ აინტერესებდათ“.

დიპლომატებმა ჰკითხეს, შეეძლო თუ არა მას ჩარეულიყო ამგვარ საქმეებში, რაზეც ფრანგმა მოსამართლემ უთხრა - „არა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი: ბრიუსელსა და კიევს სურთ უნგრეთში მთავრობა, რომელიც მათ მოთხოვნებს დაემორჩილება. ჩვენ უარს ვაცხადებთ
ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის 6,67 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა
დავით ქართველიშვილი: განათლების სფეროში მაშინებს დიპლომიანი ტაქსის მძღოლების, მარკეტების კონსულტანტებისა და კერძო დაცვის თანამშრომლების კატასტროფული რაოდენობა
ირაკლი ჭეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“: დეზინფორმაციის წყარო ხართ
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი კომისიის მიზანი იქნება, შევისწავლოთ ფასნამატის ჯაჭვი. ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, საცალო ქსელის ოპერატორებთან
არქივი