ევროკავშირში რუსი დიპლომატებისთვის შეზღუდვები ძალაში შევიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 25 იანვარი 2026, 13:10

ევროკავშირში რუსი დიპლომატებისთვის შეზღუდვები ძალაში შევიდა, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-19 პაკეტი ითვალისწინებს.

ჯაშუშობისა და დეზინფორმაციისგან თავდაცვის მიზნით, ევროკავშირი რუს დიპლომატებს ავალდებულებს, აკრედიტირებული ქვეყნიდან შენგენის ზონის ფარგლებში გადაადგილების შემთხვევაში, წინასწარ, 24 საათით ადრე აცნობონ ამ მგზავრობის შესახებ ხელისუფლებას. ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელშიც აღნიშნული დიპლომატები საქმიანობენ, უფლება აქვთ, მოითხოვონ დამატებითი ნებართვები.

ევროკავშირის ცნობით, მანამდე შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა რუს დიპლომატებს შესაძლებლობას აძლევდა „მონაწილეობა მიეღოთ ფარულ საქმიანობებში, როგორიცაა ჯაშუშობა და დეზინფორმაციის გავრცელება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის თაობაზე, რათა არასწორი წარმოდგენა შეექმნათ საზოგადოებისთვის“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი