ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ მხარს უჭერს უნგრეთის გეგმას, რომ მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში იჩივლოს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
87 27 იანვარი 2026, 15:05

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ მხარს უჭერს უნგრეთის გეგმას, რომ მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში იჩივლოს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მიერ მიღებული უახლესი გადაწყვეტილების გამო.

„პატრიოტები ევროპისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კინგა გალი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის ლიდერებმა სამართლებრივი ხრიკით დაამტკიცეს.

ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ ბრიუსელმა სანქციები სავაჭრო პოლიტიკის მექანიზმად შენიღბა, რითაც გადაწყვეტილების მისაღებად 27 წევრი ქვეყნის თანხმობის აუცილებლობას აუარა გვერდი.

კინგა გალი განმარტავს, რომ რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვა საფრთხეს შეუქმნის უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად გაზრდის უნგრელებისთვის გაზის გადასახადებს.

მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში ამ საკითხზე საჩივრის შეტანას განიხილავს სლოვაკეთიც.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი: ბრიუსელსა და კიევს სურთ უნგრეთში მთავრობა, რომელიც მათ მოთხოვნებს დაემორჩილება. ჩვენ უარს ვაცხადებთ
ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის 6,67 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა
დავით ქართველიშვილი: განათლების სფეროში მაშინებს დიპლომიანი ტაქსის მძღოლების, მარკეტების კონსულტანტებისა და კერძო დაცვის თანამშრომლების კატასტროფული რაოდენობა
ირაკლი ჭეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“: დეზინფორმაციის წყარო ხართ
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი კომისიის მიზანი იქნება, შევისწავლოთ ფასნამატის ჯაჭვი. ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, საცალო ქსელის ოპერატორებთან
არქივი